↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემო

გაბაიძე გიორგი

2021-05-151 წთ საკითხავი11953 ნახვა

—
(თუნთას)
რატომ გამახსენე თავი,რატომ მომენატრე ჩემო,ყველა ვიწრო ქუჩის თავში,ყველა მოსახვევის ქვემოთ...
შენს ლანდს დავინახავ ვიცი,ახლა შენს სიზმრებშიც ათოვს,ჩემი მონატრების ფიცი,მაინც არ დაგტოვებს მარტოს.
ისე საერთო კი ამ დროს,არ აქვს არაფერი ფიცთან,ამ ქარს ამ პატარა ფანჯრებს,და არც იმ პატარა ფიცრულს.
ჩიტის ბუნაგი რომ ქვია,მაგრამ მთელ სამყაროს იტევს,როგორც ბავშვებს ტუჩებრძიანს,როგორც ჩემს ღაბუა ჩიტებს...
ციხის ჩამონგრეულ თაღთან,ახლოს გამოვნახავ ჩეროს,თუკი ის სიზმარიც ახდა,შემოდგომისფერი - ჩემო.
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი