პოეზია · ლირიკა
ჩვილის სონეტი
მართმევ სხეულს და მომავალს კი წარსულში მარხავ,ახლა სიტყვებიც, როგორც მე – შენ მეზედმეტება,გაუსაძლისად მტანჯავს სისხლის არშედედება,შენ ნერწყვს ვერ ყლაპავ და სიმშრალით გევსება ხახა....ვიოლინოს ხმას აუტანლად მინაზე კაწრავს -სიცოცხლის ჟინი - წამებსაც რომ აქცევს დეკადად,სხვისი ხელებით გამომწვლილე რაც თუ მებადა,და სამუდამოდ გაიკეთე ღიმილზე აცრა....მოკლეა აწმყო, მომავალიც რა შეგხვდა - ხურდა,წარსული კიდევ წამდაუწუმ გირტყამს ხელუკუ,ცივი მარყუჟით გაიკეთე მაშინ სეპუკუ*,როცა სიცოცხლე თუნდაც ჩემზე მეტადაც გსურდა.მლაშე სიშორე ამოავსებს სისხლით ჩემს კუნკულს...დავრჩებით მარტო, შენ შენივე, მე კი ჩემს სულთან.
* სეპუკუ - იგივე ჰარაკირი