პოეზია · ლირიკა
*** "ჩემი ოთახის მყუდრო კედლებში"
ჩემი ოთახის მყუდრო კედლებშიმატარებლების ატანს ხმაური,ღამეა თბილი და ვერ ვეტევი,მე _ მოწყენილი და უცნაური...მატარებელი მიათრევს სხეულს,თან ტოვებს სითბოს, მწუხრსა დანაღველს...მომჩერებია ფიქრებთან ერთადჩემი ოთახის პატარა ღამე...და მახსენდება გაწვდილი გული,სიყვარულით რომ ნაცნობებს ვატან...ჩემი ოთახის პატარა ღამეგანშორებებისსილუეტს ხატავს!..