პოეზია · ლირიკა
კაცი-არაქაური
ტყისკენ გარბოდა ცელქი ბილიკი,ნაირგვარობა ჩანდა ჩეროთა...კაცი _ ქარებზე დაყრდნობილი კიხორშაკგადავლილ ცას გასცქეროდა.მან განიცადა ხილვით ღმერთი დაყოფნა _ მსუსხავი ჟამ-ხაროებით...იდგა, ესმოდა ცისმიღმეთიდანხმები _ შორეულ სამყაროების...დუმდა ზენური მზერით მზირველი,არ ეკუთვნოდა აქაურობას...კაცი _ ვეება ტანჯვის მზიდველი _იდგა და მასში ზღვა ხმაურობდა.