პოეზია · ლირიკა
ოდეს იშვებს ქვეყანა
ოდეს იშვებს ქვეყანა _ ქალი ქალად ქალდება,შემოგღიმებს ნეტარად, შემოგაფართქალდება;მაშინ იშვებს სამყაროც, დგება რბილი ტაროსი,მიწა ხარობს, ცა ხარობს, ისმის ფიქრი წყაროსი;ქარს უხდება დავლური, ჩერო სწრაფად ალდება...მოვა ქალი ქალური, შემოგაფართქალდება.