პოეზია · ლირიკა
დარ-ავდარის თვეა
დარ-ავდარის თვეა,დარ-ავდარი, დარ-ავდარი, დარი...მუქი სინათლეა,თოვლგარეულ წვიმას არხევს ქარი!ზის სარკმელთან ბიჭი,მამის ნატვრა, მამის ალი-კვალი...შეშა ნელა იწვისდა ბუხრიდან მიიხვევა კვამლი.დაღვრემილი დღეა,თითქოს უკრავს ჟამგასული თარი...დარ-ავდარის თვეა,დარ-ავდარი, დარ-ავდარი, დარი!