↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვაჟას ჩარგალში

კოტეტიშვილი ვახუშტი

2026-07-181 წთ საკითხავი5290 ნახვა

—
ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,გულში ბორგავდა ლექსი,ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,არაგვის წყალი შევსვი.
ამოვიარე ფერდობი,მთაზე შემომხვდა მწყემსი:ძმაო, აქ ალბათ ერთობისალამურით და ლექსით.
თუ შენი სამწყსო ცხვარია,თვალი თუ კორდებს ეძებს,მეც ვმწყემსავ, გაგიხარია,ოცნებებსა და ლექსებს.
მგზავრი ვარ არა გვიანი,ამ მიწაში მაქვს ფესვი,ეს წყალი არაგვიანიმეც ხომ შენსავით შევსვი.
ქარები რტოებს ლეწავენ,ელვამ ჩამოჰკრა კვესი.ძმა თუ ხარ, შენი კვნესამე,მაჯახე ვაჟას ლექსი.
ფხაზე მოეგო ფხოველი,მაჯახა ვაჟას ლექსი,მე იმის სიტყვა ყოველიწყაროს წყალივით შევსვი.
ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,გულში ბორგავდა ლექსი,ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,ფიქრი მთვარეზე შევსვი.
ჯიხვი რუხ კლდეებს დაუვლის,მთვარე თეთრ მანდილს მიქნევს,ალუდა ქეთელაურისგული მეცა მაქვს იქნებ.
და უცებ ღიმი გაუვლისგულზე მოწოლილ ფიქრებს:ძაღლიკა ხიმიკაურისმკლავი მეცა მაქვს იქნებ.
ეს რა შავლეგა ბინდია?!ღამე ჩამოშლის დალალს.იქნებ მეცა ვარ მინდია,ფშავლის შავთვალა ქალავ!
სურვილთა ანაბარა ვარ,მაგრამ გულს შიგან ვმალავ.ნუ მიფრთხი, უცხო არა ვარ,მო, გამიღიმე ქალავ!
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი