↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეპილოგის სონეტი

კოტეტიშვილი ვახუშტი

2010-08-121 წთ საკითხავი5279 ნახვა

—
ცხოვრებაც ისე მიინავლა, როგორც სონეტი.სულ რაღაც ერთი ამოსუნთქვა, თოთხმეტი პწკარი,მის ბოლო მრჩობლედს ასე სწრაფად არცკი ვგონებდი,რომ უკვე ღრიჭოდ ღია დამხვდა სულეთის კარი.
თუმც ამას დიდად არც ვინაღვლი, აღარ მაქვს თავი,კვლავინდებურად ვიბალღამო ცხოვრების დურდოდა თითებსშუა გაბლანდული თეთრი თუ შავიდღეების ხლართი არიადნას ძაფივით ვბურდო.
მივდივარ ჩემთვის და თან მიმაქვს ცხოვრების შხამი,დაუნდობლად რომ დამანთხია თავზე სიბერემ,მდუმარედ ვითმენ ჟამის ჟონვას დღისით თუ ღამითდა რა ვქნა, თუკი ეს ცხოვრება ვერ შევიფერე.
წუთისოფელო, მე გაგიღე ისე, ვით ხარკი,ზესთასოფელო, თუმც არ ვიცი, საერთოდ, ხარ კი?!
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი