↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ევას სონეტი

კოტეტიშვილი ვახუშტი

2026-07-181 წთ საკითხავი5280 ნახვა

—
ადამის ძენო, ყურს ნუ უგდებთ ამ სულელ ადამს,მისგან ღალატი არაერთხელ მეც მაქვს განცდილი.კარგად მიირთმევს თვითონ სხვათა მსხალსა თუ ატამს,ვერ მოინელა ერთი ვაშლი ჩემგან გაწვდილი.თავის მართლებას, კარგად ვგრძნობ, რომ ფუჭად ვუნდები,რას მემართლება, ან რა უნდა ჩემგან ნეტავი?!კაცი მინდოდა ძარღვიანი, მთრთოლავ კუნთებით,არა სამოთხის ნებიერი, მშვიდი, ნეტარი.ადამს უნდოდა, მხოლოდ თავის ნეკნად ვენახე,მე კი ქალი ვარ და, ვისაც მსურს, იმას ვევნები,მე კაცი მინდა მხვნელ-მთესველი და მევენახე,რომ ღვინობისთვეს დამიწუროს ძუძუ-მტევნები.ვისგან ვისაც ვშობ, ადამ, მაინც ერქმევა შენი,მაინც ყველანი იქნებიან ადამის ძენი.
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი