პოეზია · ლირიკა
ადამის სონეტი
ბუნდად ვიხსენებ სამოთხეს დაჩემს ოჯახს დაშლილს,სიბერემ უკვე თავისი ქნა, დაბინდა გონი.მახსოვს, რომ ევამ მომაწოდასამოთხის ვაშლიდა მე, სულელმა, უნებლიედ შევჭამე მგონი.ის დღე იყო და ის დღე,დახშეს სამოთხის ბჭენიდა დავრჩი ასე,მხოლოდ ლეღვის ფოთლის ამარა.ევამ კი არად მიიჩნია სირცხვილი ჩვენიდა კვლავ შიშველმა იქ, ცაშივე,შეკრა კამარა.წეღან ბაზარში ჩავიარე, არ იყო ტევა,და იმდენ ხალხში დავინახე საყასბოს იქით,ვიღაცა ჰყიდდა ვაშლებს, უცებ შევიცან ევა,რომელსაც ედგა მამაკაცთა უგრძესი რიგი.რაღაც ეჭვები დამესივნენ,როგორც მგლის ლეკვნიდა მაშინ ვიგრძენ,რომ მტკიოდა ნაკლული ნეკნი.