პოეზია · ლირიკა
ადრეა
ღამეა და ქარები,მთვარე ბადრია,სად მიგეჩქარება,ჯერ ხომ ადრეა?..
შემოდგომაა, ღამეა,გული კი ისეა,თითქოს მზის ჟამია,თითქოს მაისია.
ახლა ხომ ალერსითდათრობის წამია;ხეებსაც ჩაესმით,ეს ცაც მოწამეა,
რომ უსიყვარულოდსისხლია უჩქეფი;უსმინე, ფარულადრას ხმობენ ბუჩქები:
_ ტრფობით ალეწილნიქვეყნად სანამ ვართო,იყოს სიყმაწვილე _ქართა სანავარდო.
შენ კი...
კვლავ ჰქრიან ქარებიდა მთვარეც ბადრია,სად მიგეჩქარება,ჯერ ხომ ადრეა?!..