პოეზია · ლირიკა
ფიქრები საკონტროლო წერაზე
როგორც ურჩი მოსწავლესუფთაწერის რვეულშიწითელ ხაზზე გადასვლასარა და არ მოიშლის _ლექსი მართმევს სადავესდა მიიწევს იქითკენ,სადაც კვდება მთქნარებითუტყვთა თავშესაფარი...რა მოელის ნეტავიხვალ იმ ჯიუტ მოსწავლეს,რა ნიშანი დარჩებაყოფაქცევის გრაფაში...დღეს რა უნდა ესიზმროსნეტავ იმას ხვალ დილით,ვისაც ელის ტაში ანგადავარდნა მორევში!რას იტყვიან ხვალიდანუტყვთა თავშესაფარშიდა სადავეაწყვეტილლექსს რა ბედი მოელის!..ალბათ ისევ მგოსანი _და მგონი სხვა არავინთავგანწირვის სანაცვლოდუკვდავების იმედით,როგორც ურჩი მოსწავლესუფთა წერის რვეულში _წითელ ხაზზე გადასვლასარა და არ მოიშლის.