პოეზია · ლირიკა
ნატვრა
მშობელო მიწავ, ვით ოდითგანვეგყავს მტერ-მოყვარე შინ და გარეთა...ლხინში კვლავ ვიმღერთ მრავალჟამიერს,ჭირში ვახსენებთ მესაფლავეთა.კვლავაც მოვუვლით ზვრებსა და ყანებს,მეხს ავარიდებთ შენს წილ ცადაქმნილსდა საკადრისად ჩამოვარიგებთშენს მზეს და ღრუბელს აწ და მარადის!ტანს ვით აიყრის პურის თავთავიდა იზაბელა გადახლართულად...შენ გაიზრდები, ჩემო სამშობლოვ,და, ღმერთმა ნუ ქნას, არაქართულად!შენ დაგელოცოს ბაღჩა-ბაღები,გლეხკაცის სუფრა მუხის ჩეროში!მუხლჩაუხრელი მენახოს მუდამაკვნის გამთლელი საქართველოში!