პოეზია · ლირიკა
შემოდგომის საღამო
ვეფიცხები მოგონების წამებს,საღამოა მშვიდზე უმშვიდესი...გულუბრყვილოდ აფახულებს თვალებსოცი წლის წინ დაწერილი ლექსი.ჰოი, გულო, რა დროს ამიკვნესდი!აჭრიალდა ბედის კარუსელი...მე რამდენი ნატვრა აგისრულე _შენ ერთ ტკივილს ვეღარ გაუძელი!უკვე სიკვდილ-სიცოცხლეზე ფიქრშიგაირინდა მოწყენილი ქნარი...აწი გინდა სიყრმე გინატრია,გინდ წყვდიადში დაგიხუჭავს თვალი.