↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ქალაქის გარედ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
ქალაქის გარედ, რომ ძმაბიჭურად,ერთად ხელიხელ გადახვეულიკარს მოადგება ახალგაზრდობა,გესმის არღნების ხმა დამტვრეული.მათი იდუმალ ფიქრთა ნაყოფი,მათი ცხოვრება და მათი გული,შენთვის სამუდმოდ გასაგებია,როგორც სიცოცხლე და სიხარული.არ დაფიქრდები: ახალგაზრდობას,შენ რომ გეხვევა ირგვლივ ჩრდილებათ,თუ კი უყვარხარ - რად გიღერს დანას,თუ სძაგხარ, რისთვის გემორჩილება?როდესაც ვნების მკაცრი გრიგალითხოულობს შენგან სრულ თანაგრძნობას,გკოცნის, გაგართობს, გეალერსებადა ფეხქვეშ გიგებს უსაზღვრო ტრფობას,რა შუაშია მერე ხანჯალი,მერე როს სისხლით აგივსებს უბეს.ამ დროს, სადღაც შორს, გრგვინავს ორკესტრიდა ელექტრონი აჩაღებს კლუბებს.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი