↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96975 ნახვა

—
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრისფოთლები მიჰქრიან ქარდაქარხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრისსადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვსვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროსშენი მე ხატება დამდევს თან,ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგანშორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი