↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ქსენძიც ამბობდა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ქსენძიც ამბობდა: „ვარსკვლავთა ზევითარისო მხარესამოთხისგვარი.თავბრუდამხვევი, როგორც ოცნება,როგორც სიზმარი.ყველა ჩვენგანი იყოო როსმეიმ საიდუმლო, უცხო მხარეშიდა რომ არ გვტოვებს მის მოგონება,მიტომ ვდნებითო სიმწუხარეში.მაგრამ როგორც კი გავცილდებითოხილული ქვეყნის იდუმალობას,გავა, გაჰქრება ეს მწუხარებადა მოგონების უსახო გრძნობა.სული ჰპოებსო სულთან სიყვარულსდა მეგობრობასტკბილ ცრემლთა ფრქვევით,არ დაერიდოთ არც ომში სიკვდილს,სამოთხე გელისთ ვარსკვლავებს ზევით“.ამგვარად ქსენძმა ვარსკვლავთა მხარესზევით და ქვევით დიდხანს უარა.ქსენძი:რაცა ვთქვი, ხომ მართალია?მასსა:ო, გველო! ო, მატყუარა!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი