↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განახლდა გული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2008-05-131 წთ საკითხავი96987 ნახვა

—
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარრაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...გზა დამილოცე, შავო ბურუსო,წყეულო ღამევ, გზა დამილოცე!წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,ბადს კი მაინც არ შევურიგდები.წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები1ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამითგაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?ჩამომეცალე, შავო ბურუსო,წყეულო ღამევ,ჩამომეცალე!ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილესგამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ,გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,წყეულ ღამესაც გავანადგურებ...წამების ცეცხლში განახლდა გული,ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე.გზა დამილოცე, შავო ბურუსო,წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი