↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე და თქვენ

არაბული მერაბ

2008-05-121 წთ საკითხავი1242 ნახვა

—
როცა ზამთარი ფეხქვეშ გეგებათ,მე იქ ლექსების კოცონთან ვთბები.თქვენ თავზე მხოლოდ ზეცა გახურავთ,მე პაპასავით ჭაღარა მთებიც.მანდ გაზაფხული დაგიდგათ უკვე,აქ ისევ თოვლის სიმაღლის ვრჩები.თქვენ როცა წლები გაწვებათ მხრებზე,მე მემატება მხოლოდ წამები.ზოგჯერ მზის ჩასვლას დარაჯობთ ზღვასთან,მე მზის ამოსვლას ჭაუხში ვხვდები.თქვენ თუ ცხოვრებას უწოდებთ ლამაზს,მე _ ულამაზესს და მეცოდებით...

არაბული მერაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი