პოეზია · ლირიკა
ვარაზი
ნოდარ დუმბაძე 1928–1984
აკაციების რხევითაღარ მოდიხარ, ქარო,გაქრა ვარაზის ხევი,გაქრა ვარაზის წყარო.ჯაჭვზე დაბმული ძაღლიგაავებული როგორ,ხევის პირს თიხის სახლი,და იეზიდი გოგო.სილაზე ციცქნა ტერფი _ბავშვობის კვალი ჩემი,ქვაზე შემსკდარი ღელვითჩემი ქაღალდის გემი.ვარაზის მღვრიე სარკე,შორს გაქცეული ფიქრი,უნივერსიტეტს აქეთ,უნივერსიტეტს იქით.მზე სარკმელს ხვდება, როგორცოქრონავლები ფუნჯი,ის იეზიდი გოგომოდის ვარაზის ქუჩით.ეხლა სად ცხოვრობს, ნეტავ,გამოიცვალა როგორ,_ შემოიარე ჩვენთან,სად დაიკარგე, გოგო!