პოეზია · ლირიკა
* * * "დავდივარ,ცოდვები ავკინძე"
დავდივარ,ცოდვები ავკინძე,ავყვები,ხან იმ მთას, ხან ამ ხევსდა როცა ცოდვილ სულს მოვიკლავ,ქვესკნელის ბოლოში დამარხეთ.იქ უნდა მივუხტე რქიანებს,იქ უნდა ვამტვრიო რქები დააღარ მსურს არცერთი სამოთხე,მე ისეც ცას ვწვდები მთებიდან.მეფის ტახტს დავჯდები ჯოჯოხეთს,ვეზირებს ფეხებზე ხუნდებითვუბრძანებ დაღვარეთ კუპრი დადაავსეთ ქარვისფერ ლუდებით.ნადიმებს გავმართავ ცოდვილთა,ღვინო ვსვათ ქაჯთ-ნალეწ რქებიდან,იღრევეთ!!! მეფური მიზნებით,არწივი მოვედი მთებიდან ...