↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამხიარულდი, ბუხარო!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
თოვლი და ქარის ფაფარი,გაფითრებული მთა-ბარი.ქოხმახი მიუსაფარი,უსახურავო, უკარო.ისიც გადასწვეს ცხრაასშვიდს(აბობოქრებულს, განა მშვიდს,შენღა იხდიდი პანაშვიდს,თავმონგრეულო ბუხარო!)ის გაჰქრა! იმ სამწუხაროგზისკენ ვერ გადაუხარო,გამხიარულდი, ბუხარო,ბუხარო თვალებგიზგიზა.ოც წელს (ყოველ წელს) თრთის გული:მოზღვავდა ბავშვთა კრებულიდა თავის გახარებულისიცოცხლით გადიკისკისა.
1937
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი