პოეზია · ლირიკა
მიკრობალადა
I
დღე იყო ცივი და უტყუარი,ამინდმა ზეცა კარგა ხანს ნაღმა,მერე კი როგორც უცხო სტუმარი,პირველი თოვლი დაკბინა ძაღლმა.ხოლო ქარიშხალს _ ამინდის ბოცმანს,თითქოსდა სურდა ბიბლიის კითხვადა ეკლესიის ეზოში ლოცვა,მივიწყებული ლექსივით ითქვა.ავსებდა ზეცა საღამოს ხურჯინს,გელოდებოდი ხელში ტიტებით,შენ კი იდექი მუნჯივით მუნჯიდა ცრემლში ტაძრის ეზოს იტევდი.
I I
გიცქერდი, როგორც ქალაქს ტურისტიუცქერს, ვერა და ვერ ჩაგიკალიგულში, მერე კი შენი გულისთვის,თითქმის ოთხი თვე მეცვა სტიქარი,რომ დამეოკა ჩემი - მინდებიშენდამი, თუმცა ვეღარ გეღირსედა მაგონდება რომ მაგ თითებისსურნელი ჰქონდა იმ დღეს სეფისკვერს,როცა ღრუბლები - როგორც მგზავრები,ხატავდნენ თავის თავს და ალიონს,როცა ბავშვები გამოჯავრებითამბობდნენ - ნახე, მუნჯი ქალიო...და იცინოდნენ... და შენ და თოვლიიყავით თითქოს გარიყულები,მრევლს კი ვარდისფერ ბურთებად აჩნდასახეზე სუსხის ალიყურები.
I I I
გაზაფხულს მიჰყვა სითბო და მარტისგიჟი ამინდი, ერკელიები,მე ვლოცულობდი და ამის გარდა,მაინც ვერაფრით ვერ გელეოდი,ხოლო აპრილში ისევ ისეთიიყავი - მარტო, უფრო მარტივი,სველი თვალებით წირვას ისმენდიდა ხატის გვერდით ჩანდი ხატივითდა სწორედ მაშინ მორიგი ფიცი,უფლის წინაშე დავდე ხელახლა,რომ წავიდოდი ტაძარში მიწყივბერად, შენ ოღონდ გელაპარაკა.ასე გათენდა აღდგომის დილა,როგორც მორიგი კვირის ციტატა,მე - ქრისტე აღსდგა - გითხარი ფრთხილად,შენ მიპასუხე - ჭეშმარიტადოდა თითქოს გული გამისკდა, შემდეგგაკვირვებულნი დავრჩით ორივე,ასე ვიგონებ იმ წამებს დღემდემე უკვე უფლის მონა - მორიგი.
IV
ვითვლიდი ორ წელს როცა ბერობის,სრულად შეცვლილი ცხოვრების რიტმით,მაგონდებოდი და გარდერობიშენზე ლექსებით ავავსე თითქმის.ერთ დღეს ტაძარში ველოდი დედებსმოწყენილი და დაღლილი ერთობ,ლოცვისას წამით გამექცა თვალიდა მონაზვნებში გიცანი!...ღმერთო.ისე შეცვლილი მეჩვენე მაშინ,როგორც პირველი ჩვენი მარტის თვედა ისეთი რამ ჩამიდგა ტანში,რომ მთელს ტაძარში ვერ დავატიე,გარეთ ამინდი იდგა უხეში,სულში წვეთავდა თითქოს მირონი,შემდეგ ჩამჯდარი ტაძრის კუთხეში,მახსოვს ძალიან მაღლა ვტიროდი.
V
ასე გავიდა ორმოცდაათიწელი, ფიქრებით, ლოცვით, ჭიდილითდა ამ უაზრო დროის ნარატივს,გადადებული შევრჩი ხიდივით.სიყვარულმა კი გაუბედავავადპარალელური გზებით გამისწრო,რის შემდეგ უკვე ვეღარ ვხედავდისარკეში ჩემს თავს - როგორც მაგისტროსსდა ყველა ღამე, გაუთევარი,უნდა მემალა გრძნობით დაწერტილს,შემრჩა ლექსებით სავსე მდღევარიუარაფერო და აღარცერთი.მახსოვს ცასავით ჩაქრა თვალები,ცაც ჩამოვარდა თითქოს ციდანვე,იმ ღამით შენი გარდაცვალებისამბავი როცა ამოიტანეს...შემდეგ დავტოვე უფლის საუფლოდა გავიყოლე წარსულის გემოდა იმ დღის შემდეგ აღარ ვსაუბრობდა იმ დღის შემდეგ მუნჯი ვარ ჩემო!..