პოეზია · ლირიკა
მეტაფორა
გუშინ ვენახზე შემოდგომამმოქსოვა ლოგო,მძულს როცა იბანს ხელებს ხალხი -ნაფერებს ძაღლის,ისე ვერ მამჩნევ როგორც მძღოლიპატარა გოგოს,ავტობუსების გაჩერებაზელოდინით დაღლილს...
უკვე ქალი ხარ,ფიქსირდება პროცესის რაზა,უკვე ქუსლებზეც ახვედი დამოგიხდა კარე,არაო თქვი და წამოვიდაიმხელა ფაზა,რომ ჩემს ღამეებს გადაეწვაახალი მთვარე.
ეს პოეტობაც მეტაფორაათუ მკითხავს კაცი,ალბათ წერ იმასსაუბარი რაზედაც გიჭირს,ბოლო ტაეპი თორემ ეს ლექსიციქნება მარცხი -და სტვენა-სტვენით გაეკიდა ავტობუსს ბიჭი.