↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ

აბუსელიძე როინ

2026-07-181 წთ საკითხავი21887 ნახვა

—
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,ამ ბოლოს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის.
დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს.
წვებიან დღეები მოდიხარ ჩემთან დამწყემსივით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან დათულექსებაცრილი საღამოც დაეშვა -
კვლავ მუზებს ვისტუმრებ, გრძნობების ექიმებს,ისევ პოეზია... ღამე და ანკესი,სიყვარულს ვდუმვარ და სიყვარულს ვყვირივარვიცოდე ნეტავი შენ ვერ თუ არ გესმის -
მიყვარხარ, (ეს ისე) მიკვდება გული დაკანაფის საშინელ - სიცილით ვტირივარ,მე თუ ვარ ფხიზელი ძალიან ცუდი და...თუ მთვრალი, - ყველაზე მაგარი წყვილი ვართ!
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი