↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამძლეობა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
ათასფუთიან ჩაქუჩის ცემითვერ გატყდა გმირი,ბრწყინვალე შუქით და დიადემითსდგას, ვით ქვითკირი.ზეცაზე ბრწყინავს ვარსკვლავი შენი,ძველი დიდება.ბუნება - დედა, ნუგეშთა მფენიმზედ გეკიდება.გული, ვით მიწა, სურდათ, რომ ეხნათმკაცრ სარაზეთი -მე გამძლეობა მინახავს ქვეყნად...მაგრამ... ასეთი?
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი