პოეზია · ლირიკა
სოხუმში
როცა ალმოდებულ ქალაქში –ალმოდებული სიყვარული,შუა ქუჩაში განწირული კივილით,ხელებგაშლილი გარბოდა,ჯერ უწვერული,უცაბედად მოცელილი ბიჭისაკენდა ათიოდე ნაბიჯიღა აშორებდადაღუპულამდე,ასევე უცებ – მასაც –ყვავილს, სიფრიფანას და ენძელისფერს,საბედისწეროდ, შიგ გულში მისწვდატყვია და... მორჩა...მერმე იმათი გულებიდან მოწანწკარემდუღარე სისხლის წვრილმა ნაკადმამტვრიან ასფალტზეერთურთისკენ გაიკვალა გზადა ერთმანეთში შერეულიგულის ფორმის ტბორ-გუბედ დაჩნდა.