↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დავითი

აბულაშვილი ანზორ

2026-07-181 წთ საკითხავი1486 ნახვა

—
რა ზღაპარი და რა მითი,ოდეს მეფობდა დავითი!მის ქებად სიტყვა მღალატობს:ვინც მტერს უჯაბნელს -სჯაბნიდა,მოყვასს,ქვეშევრდომს არასდროსარ დახედავდა მაღლიდან.ბრძენი, უებრო სარდალი,„მაღალი, უხვი, მდაბალი“,ჩაგრულთ შემწე და ქომაგი,ქართლში მესიის ბადალი.სამართლიანი, მოწყალე,კირითხურო და სწავლული,მარადის ძილშიც ცოცხალი,შვილთ ცრემლით საფლავნამული.რაც აქ ვთქვი,ქვეყნის კიდემდეიცნობდნენ სწორედ ამითი,სამწყსოს ეღვენთა სიკეთედ,აი, ვინ იყო დავითი!გარეთ რომ დუშმანს ჰკვეთავდა,შინ მეზვრის კვართი ემოსა...ვისზეც მეფობდა,ნეტამც მათ,ნეტამც იმ საქართველოსა.
აბულაშვილი ანზორ

აბულაშვილი ანზორ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი