პოეზია · ლირიკა
მოხერხებული ძაღლი
ესაო და მესაო,მივყვეთ თხრობის წესსაო;ერთ მშვენიერ გაზაფხულზე,ერთ მშენიერ დღესაოერთი ცხვარი წაბაკუნდა,შეერია ტყესაო,რა თქმა უნდა, უღრანი ტყეაბარია მგელსაო;არც მას დაუგვიანია,თვალი ავად ჰკვესაო:- ახლა სადღა გამექცევი,დაგიბნელებ მზესაო! -მაგრამ, დახეთ,ამბავს გეტყვითმართლა საკვირველსაო:უცებ იმ ცხვრის -ქოფაკივითყეფა შესძრავს ტყესაო,წამს ცხვრის ტყავი გადაიძრო,კბილი გაილესაო...მგელმაც ძალი მოიცა და,მართლაც ფერი-ფერსაო,მაგრამ ყურშა უძლეველიაღარ აცლის ბევრსაო.რაც იმ მგელს დღე დააწია,ის შავი დღე მტერსაო,კბილი ყელში გაუყარა -ფარის შიშის მგვრელსაო...მწყემსებმა კი სიხარულითქუდები ჰკრეს ჭერსაო.