↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მახარობელი

აბულაშვილი ანზორ

2026-07-181 წთ საკითხავი1496 ნახვა

—
წუხელის ბიჭი დაბადებულა,გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,ისეთი ბიჭი დაბადებულა,დაურქმევიათ თურმე დავითი!წუხელის ბიჭი დაბადებულა,დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე,შენ – ორგულობავ, აბა გაბედედა გული ჩვენი ისევე კორტნე.წუხელის შოთაც დაბადებულა,დაბადებულა თურმე დემეტრე,განგებავ, ჩვენი საქართველოსთვისრა სიხარული გამოიმეტე!
წუხელ ცის კარი ცხრავე გააღოყველა გმირმა და თავდადებულმა,დაბადებულა თურმე ვახტანგი,წუხელ დემეტრე დაბადებულა.საქართველოს ცა, ისეც მაღალი,უფრორე მეტად ამაღლებულა,დაბადებულა მთვარე-გიორგი,თურმე ილია დაბადებულა!
წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენიმოსპობის მდომი – დადარდებულა;დაბადებულა თურმე სულხანი,გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.დაბადებულა ბიჭი პაატა.გათენებულა წუხელის თეთრად:დაბადებულა სამასი გმირი,ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად!
წუხელის გოგოც დაბადებულა,ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,ისეთი გოგო დაბადებულა,დაურქმევიათ თურმე თამარი.დაბადებულა წუხელის ნინოდა ქეთევანი დაბადებულა.ის ბნელი ღამე თურმე უეცრადღვთიურის ნათლით განათლებულა.
ყველა ზღაპარი – ნაოცნებარიახდენილა და გამართლებულა:დაბადებულა თურმე ნესტანიდა თინათინი დაბადებულა.და გიხაროდენ! ქართველთა შორისღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულადა ერთიანი, ნანატრი დროის,ქართლი ხელახლა დაბადებულა!
აბულაშვილი ანზორ

აბულაშვილი ანზორ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი