↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ორი ჩრდილი

აბულაშვილი ანზორ

2016-06-122 წთ საკითხავი1477 ნახვა

—
სიზმარ-ცხადია... ჭაჭანებაც, ვითომ, კაცისარა ჩანს ირგვლივ,მზეა და თანაც – ვარსკვლავთ კრთომის –ჭინჭველათა ჩქამი რამ ისმის...ჰა, კვაზიმოდო!.. მაგრამ ვითარ გაუჩორკნავთ,ვერ ხვდება იგი...და აპოლონიც!.. სიაღნაგის არცა იმანუწყის რა თვისი.ამ სიზმარ-ცხადის მომხილველმა რაი მეტიუნდაღა ვცოდო...უცებ, ვითომდა, ერთარსებად ორივ ჩემშიმსახლებლად ვცანი!სჭვრეტს კვაზიმოდოს აპოლონი და აპოლონსსჭვრეტს კვაზიმოდოდა ესმით ზეცით: – განუყოფი, ამიერით,ღვიძლი ხართ ძმანი!..და პირველქმნილა სულიერი ღმრთისგან, ვითომ,ეს ორი – სწორედ!მისჩერებია ერთურთს ესე თვალხილულითეთრი და შავი.კვაზიმოდოსთან მიმსგავსებას აპოლონი,ცხადია, ჰგონებს,ხოლო ეჭვგარე მსგავსი ძმისაკვაზიმოდოს ჰგონია თავი...თვალი თვალს უმზერს, სულს კი – სული,ურთიერთის მსგავსი და სწორი...მაგრამ წამიერ – ხის ცნობადის აკრძალული,თითქოსდა, ხილი,თვალისამხელი, კვლავ ეშმაკის მოხერხებით,ბედკრულის ორის –ალვადრგული და დაჯღვარკულიმიწას ორი დაეცა ჩრდილი...და უცებ ზიზღით გადმოინთხა აპოლონისთუ ჩემი მზერადა უდაბურად იქმნა წამსვე ჩვენი სულისსაღმრთო წალკოტი...კვაზიმოდოზე რაღა ითქმის!..თუმცა ისიც, ვითომდა, მე ვარ,ჩემზე გადმოდის ხვედრი მისი –საუკუნოდ გულის დამკოდი......ვერ ამოვხსენი ზეციერის საიდუმლოდა გამოცანადა მე, ხორციელს, ფრთებ შავ-თეთრიმიწიერი მკორტნის ფრინველი.თან, თითქოს მესმის – ვისთვის ითქმისაღტაცებით ცაში ოსანა,მშვენება სულის – ხილულს რითი აღემატვის –თვალთუხილველი..........................................როცა არც დღეა და არც ღამე,არც ძილია და არც სიფხიზლე,რისად იგალობს მდუმარება –არარსებულ ყურთა მგოსანი.ან სამუდამოდ გვემად, ნეტა,სულში რისთვის შემოვიხიზნემშვენიერების სიმახინჯე და მახინჯი,სულსხივოსანი.
აბულაშვილი ანზორ

აბულაშვილი ანზორ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი