პოეზია · ლირიკა
რიჩარდ კორი (მთარგმნელი: რეზო გეთიაშვილი)
იყო ქალაქი, ქალაქში კი იყო რ. კორიდა როცა გარეთ გადიოდა, როცა ტროტუარსმიუყვებოდა, ჯენტლმენი და მერე როგორიდა რა მეფური აღნაგობა, მეფე ცოტაა...
თუკი ნახავდი, ზედმიწევნით მოწესრიგებულს,თბილს და ჰუმანურს, უღიმოდა ყველა ბინადარს,სიტყვებში გრძნობდი პულსაციას, როცა იგებდირიჩარდის "დილა მშვიდობისას", მოკლედ, ბრწყინავდა.
იყო მდიდარი, და მეფეზე უფრო მდიდარიც,განსწავლულობით უსინათლოს თვალებს უხელდადა ყველა ბავშვი, შეკითხვაზე, შენ რა გინდა რომგამოხვიდეო, "რიჩარდ კორი", გიპასუხებდა.
ჩვენ კი ვშრომობდით და სასწაულს მაინც ზევიდანველოდით, ხორცი ჩვენ არ გვქონდა და ვხვრეპდით წვნიანს,ერთ საღამოს კი რიჩარდ კორი სახლში შევიდადა საფეთქელში დაიჭედა ალალად ტყვია.