↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 63 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21573 ნახვა

—
როცა ჩემს მიჯნურს ჟამი აქცევს ჩემებრ ბეჩავად,როცა ბუნება შეიწირავს სატრფოს მშვენებას,როდესაც სისხლი დაშრება და მისი მზე ჩავა,სახედაღარულს ვერარავინ მიეშველება.ღამის უფსკრულში მისი დილა გადიჩეხება,გვირგვინს წაართმევს, სილამაზის მეფეს განგება,მშვენიერება ვერ გაუძლებს ჟამის შეხებასდა გაზაფხული უგზო – უკვლოდ გადიკარგება.მე იმ დღისათვის აქედანვე ვიწყებ მზადებასდა ვიცი, დროის ბასრი ცელი სატრფოს არ ავნებს,სიკვდილის მერეც გადარჩება მისი ხატება,მე თუ ახლავე ავუშენებ ციხე – გალავნებს.სავი სტრიქონი სეინახავს სატრფოს დიდებას,ჩემი ლექსიდან ის მზესავით ამობრწყინდება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი