პოეზია · ლირიკა
სონეტი 64 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
როდესაც ვხედავ, ჟამთასრბოლა როგორი რისხვითანგრევს ყველაფერს, რაც რამ მასში ნაშენებია,როგორ ანარცხებს განურჩევლად ძირს მისხის მისხით,რაც რამ მისსავე ჩაქროლებას დამშვენებია.როდესაც ვხედავ ოკეანის მშიერ ტალღებშიხმელეთი როგორ ნება-ნება კარგავს ნაპირებსდა შემდეგ მიწა, ღვარცოფების წყალზე დაგეშვით,სამფლობელოთა დაბრუნებას როგორ აპირებს...როდესაც ვხედავ, რომ ქვეყნებსაც დრო იმორჩილებს,ერთს ააშენებს და მეორეს ფუძეს მოურღვევს,მე მაშინ ვფიქრობ – მეც დამადებს ნუთუ ბორკილებს,ჩემს სიყვარულსაც ნუთუ ეს დრო ბოლოს მოუღებს?!ნუთუ ხორციელ სიკვდილამდე მომკლავს დროებადა ჩემს ყოფაშიც გამეფდება ამაოება?!