↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 65 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
დროებით შექმნილს დრო არაფერს დატოვებს არსად:რაგინდ ზღვასა და რაგინდ ხმელეთს, ქვებს და ლითონებს,თვით სიტურფესაც, უსასოო ყვავილთა მსგავსად,წარმავალობის სამსჯავროსთან დაითითოვებს.დრო აპრილშიაც შემოდგომის აღსასრულს ხედავს,სიმწრის ალყაში ჩამოანგრევს ტკბობით ანაგებს,რაგინდ კლდე იყოს და ფოლადის კვარცხლბეკი ედგას,ძირს მოუთხრის და საარყოფნოდ გააჩანაგებს.მიტომაც ფიქრით ვიხანგრძლივებ ყოფას ამაზრზენს,დროის ზარდახშას მსურს მოვტაცო შენი მშვენება!თუ შენი ყოფნით დრო საწუთროს გაილამაზებს,შენი არყოფნით მის სიხარბეს რა ეშველება?რადგან ამქვეყნად სხვა სასწაულს ვერაფერს ვპოვებ,შენს ნათელ სახეს შავი მელნით ნაწერში ვტოვებ.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი