პოეზია · ლირიკა
სონეტი 66 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნებადა სრულქმნილება დარქმევია არარაობას.
და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსებადა მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმადა განდიდება მდაბიოთა გახდა თვისებადა ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა
და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენდა ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზედა უმეცრები განათლების საქმეს მართავენდა სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...
ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში.