↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვა გამივლია ცრემლისა

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6832 ნახვა

—
ღმერთო ძლიერო, მომმადლეშეძლება ჭირთა თმენისა,დასაბამიდან დღემდისაზღვა გამივლია ცრემლისა.
მაღალ მთასა ჰგავ ეს გული,საწვიმარ ღრუბლით მოსილსა,ყურს უგდებ, მიჰყვებ-მაჰყვებამწუხარე ფიქრთა მოჟირსა.
არ ვიცი, ჩემად სალხენად,მზე ამოხდება როდისღა.მტრისა სამიზნედ დამბულიროდის ავიხსნი ბორკილსა.
რით მაურჩინო წყლულებიამ ჩემს სამკვიდრო ადგილსა,დასერილს ყორნის ბრჭყალითა,ნაწილ-ნაწილად დაჭრილსა.
მტერი სიმრავლით მერევა,ისრულებს გულის წადილსა,თორო ლომგული ვაჟკაციმეც ბევრი გამიზრდავისა.
ლომი ლომია მრისხანე,პატრონი დიდი ძალისა,არა სჩვევია ვაჟკაცსამტერთან დადება ზავისა.
მაგრამ გასტეხავს ლომსაცამტრის მისვლა ერთზე ასისა,გაუცუდდება იღბალი,ძალა ვერ უშველს მკლავისა.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი