პოეზია · ლირიკა
თენდება
თენდება, ნისლის ნაბდებითდგანან მყინვარა კოშკები,რამდენი ღამე, მზისდარო,გავლიე შენზე ოცნებით.ნუ წახვალ, შენი კვნესამე,რჩებიან დასაკოცნებიმაგ თვალთა ლურჯი იანი,ლამაზნი, გასაოცრები.ჰოი, რა ულმობელია,ამ დროს მაუკვდეს პატრონი,ისე გაფრინდა, წავიდა,ერთხელ ვერ დავრჩით მარტონი,ვერ დავწვით ტრფობის ცეცხლითაწაწალ-მიჯნურთა საწოლი.თენდება, ეხლა ეს დილამაგ თვალთა შუქით რიჟრაჟობს,ნუ იტყვი, თითქოს დავბერდი,ეს გულუ არარ გიჟმაჟობს.ნუ გეშინია, ტრფობის ჟამსარა ვარ, ქალავ, მერყევი,როგორც ნისლები მწვერვალთა,მხრებზე ოცნებით გეხვევი.