პოეზია · ლირიკა
თოლია
ჩემო გიშრისთვალება,ჩემო თეთრო თოლია,ზღვათა უსასრულობამსაით გაგიყოლია?
მოლოდინით გავყურებუსასრულო სიშორეს,სევდა უშენობისავერაფრით მოვიშორე.
ტალღებს მოჰყვნენ შორიდანმაწანწალა ღრუბლები,ხომ არ გინახავთ-მეთქი -შენზე ვესაუბრები.
„აღარ მოვა არასდროს, -ჩურჩულებენ მოწყენით, -ვეღარაფერს უშველიცრემლით, ზღვათა ოდენით“.
ასე დავრჩი, ეულად,შენს ლოდინში, თოლია,მთებზე უკვე მოთოვა,მთაშიც თეთრი თოვლია.