↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმას ამბობდა სალი კლდე

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6832 ნახვა

—
იმას ამბობდა სალი კლდე,მტკიცედ ნაგები ტინითა:დამღალეს ფიქრთა მრავალთა,მიდენ-მოდენით ხშირითა.არ ვიცი, ჩემს პირქუშობასკაცნი რად ემდურებიან,თავად ავნი და პირქუშნი,ჩემზე საუბრით სცდებიან.ბურჯად ვუდგავარ მწვერვალთა,უფლის კალთას რომ სწვდებიან,სანამ ძალა მაქ მუხლშია,დაბლა არ დაეშვებიან.ჩემს საკინძეში ჩანჩქერნირბიან, მღერიან მაყრულსა,ხან ბობოქრობენ, ჯავრობენ,ხან დაუვლიან დავლურსა.მილხინს, რო ვხედავ ჩანჩქერთახტომა-ცელქობას ბალღურსა,ბარად ჩავლენ და ნახავენ,სამყაროს ჯერარნახულსა.მიდიან, მე აქ მარჩენენ,სამარადჟამოდ დაბმულსა.რო ვდარაჯობდე მთა-კლდეთა,საძმოს ერთ მუშტად შეკრულსა,ძმათა ერთობის დარღვევალხენას მაუტანს მამხდურსა.აი, ამად ვარ პირქუში,სულს არ მივყიდი მაცდურსა,გულიც კლდისა მაქ, მუხლიცა,სახელს ვერ ვიტან ლაჩრულსა.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი