↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 66 (მთარგმნელი:ანი კოპალიანი)

შექსპირი უილიამ

2007-04-131 წთ საკითხავი12261 ნახვა

—
ილაჯგაცლილი ამ ყველაფრით, სიკვდილს ვთხოვ შველას,რადგან ღირსებას დარქმევია გლახის სახელიდა გარეწარი მისცემია ლხინსა და შვებას,და ვუმზერ ნდობას, დაუნდობლად ფეხქვეშ გაქელილს.
და სათნოებას ჩამოგლიჯეს გვირგვინი დაფნისდა უბიწობას ჩემობს ყველა ბილწი და მრუშიდა სამართალი ამოსვარეს უმართლოდ ლაფშიდა ძლიერს წინსვლას დაბორკილი ფეხები უშლის;
და ხელოვანებს მძლავრი მუშტი ჩასჩარეს პირში;და უგუნური თავს სწევს მაღლა უფრო და უფრო;და ენაგრძელად მოუნათლეს პირშიმთქმელს ჯიში;და დატყვევებულ სიკეთეზე ბოროტი უფლობს:
ილაჯგაცლილი, რაღა გიკვირს, სიკვდილს ვნატრობდე.მაგრამ ჩემს სატრფოს ამ ჯოჯოხეთს ვერ შევატოვებ.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი