↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 62 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2012-08-121 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
ცოდვა დამედო, - შემიყვარდა ჩემივე თავი,თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირადა რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის,ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება,მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი,მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შემქმნა ბუნებამ,მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ,შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს,მაშინვე ვხდები, რომ გონებამ გამათავხედადა საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა,შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღარას.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი