პოეზია · ლირიკა
სონეტი 61 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)
შენი ბრალია, რომ არ მძინავს ღამით ამდენხანს,რომ ვერ მოვხუჭე თვალნი სიზმარმორეულები?რატომ მარგუნე ამ ნანატრი ძილის გატეხა,რად მომისიე შენი ავი ორეულები?!იქნებ მესტუმრა შენი სული ასე შორიდანდა ჩემს ღამეულ ნამოქმედარს ფხიზლად ჯაშუშობს,რომ საშინელი რამე ცოდვა შეთხზას ჭორიდანდა შენი იჭვი ადრინდელი არ მოაშუშოს!..თუმცა ვინ მისცა შენს სიყვარულს ძალა ამხელა?ძილს საკუთარი სიყვარული მიტეხს მარადჟამს,მან მაიძულა ამ უძილო თვალთა გახელადა ჩემმა ტრფობამ დამაყენა ღამის დარაჯად…ეს უძილობა შენს სიყვარულს არ გამოსახავს,რადგან ყველასთან ახლობლობ და ჩემგან შორსა ხარ!..