↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 60 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2012-08-121 წთ საკითხავი21573 ნახვა

—
როგორც ტალღები ასკდებიან სილიან ნაპირს,ჩვენი წუთებიც უფსკრულისკენ მიისწრაფიან,წუთებს ახეთქებს ერთმანეთზე დინება სწრაფიდა მიჰყვებიან დღენი ჩვენნი ზვირთებს ქაფიანს.სიჭაბუკე ხომ ქვეყნად დიდხანს ვერ იციაგებს,სიბერისაგან ვერ შეიძლებს შემობრუნებას,შავი ღრუბელი გვირგვინოსანს მაინც მიაგნებსდა თავის პირმშოს შეიწირავს თვითონ ბუნება.ნაირფერადი სიყმაწვილე გამოხუნდება,ვეღარ იბრწყინებს დაღარული შუბლი ნატიფად,მშვენიერებას დაედება ჟამი ხუნდებადდა დროის ცელი, მოქნეული, ყველას გათიბავს.მაგრამ ლექსებთან უძლურია დროის მარჯვენა,ლექსი იცოცხლებს მაგ მშვენების გადასარჩენად.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი