↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვეზუვი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მხოლოდ მთა იგი... იდგა მთა იგი,დემონის ხელით მძლავრად ნახატი.იწვა კლდე კლდეზე, იდვა ქვა ქვაზედა იყო მხოლოდ ქვათა ღაღადი.
ქვას გული არ აქვს, როგორც შენ არ გაქვს,ამაოებავ, დაუვიწყარო!უცებ ქვა გასკდა და მის სიღრმიდანამოჩუხჩუხდა ცეცხლების წყარო.
ასე, პოეტის ბედიც: დუმილიდიდხანს აწვალებს ქვათა სიმძიმით...უცებ მოსკდება გრძნობათ ნაკადიდა სიბნელეში შედის ციმციმით!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი