↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარსკვლავიანი კამარა ბრწყინავს!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
ვარსკვლავი იწვის, ვარსკვლავი ბრწყინავს,ვარსკვლავიანი კამარა ელავს,მოდის, მოცურავს შუაღამის ბინდი,და ჩრდილი ჩრდილზე მიდის, მიღელავს...რძისფერ სინათლით გარშემოხვეულს,ბავშვური ძილით ქვეყანას სძინავს...ვარსკვლავიანი კამარა ელავს,ვარსკვლავიანი კამარა ბრწყინავს...მომხიბვლელ ჯადოს მყუდროებისასქვეშ მოჰყოლია მაღალი მთები,და მუდმივ თოვლით გადაფარულნისხედან ამაყად, როგორც მდევები.და ყინულისგან ქანდაკებული,მათი გვირგვინი ბრწყინავს და ბრწყინავს.სიჩუმეს არღვევს მხოლოდ ნიავი,ტყისა ფოთლებში როცა დაჰფრინავს,და მისი სუნთქვა, ვით დედის ნანა,მძინარე სოფელს თავზე ევლება,ალერსიანი ნიავი დაჰქრის,ალერსიანი ნიავი კვდება...ვდგევარ მთის წვერზე განმარტოებით,გულშივ ვიკავებ მომსკდარ სიმღერას -ვარსკვლავიანი კამარა ჯაჭვავსსმენას, სიმღერას და თვალთა ცქერას...
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი