↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიკუსები

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17540 ნახვა

—
სულ უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი.ვარ ერთი დარბეული სიმაგრის მეციხოვნე,საკუთარ მარტოობის დარაჯი უნიათო.
ოთახში (კვადრატული მეტრია ოციოდე),რომ არა მიმოწერილ ლირიკულ კანტატებითკედლებზე, შიგადაშიგ, ჩრდილების მოციონი,საერთოდ, როგორც წესი, დუმილის ანდანტეა.
ძველებურ სავარძელში ძალიან კომფორტულადვზივარ და უძილობის ორდენის კავალერი,წვიმებით ამოჭმული ფანჯრების ოფორტიდანგადმოსულ ლოკოკინა ღამეებს ვამარილებ
და ვუყრი შესაწოვად ქოთანში მარადმწვანეფიკუსებს, ვუხალისებ ნიადაგს ეროზიულ,რომ ერთად გადავლახოთ როგორმე ფოთოლცვენა,ასეთი ყვითელი და ასეთი - ციროზივით.
და უფრო იშვიათად ვწერ, ასე ვიცი ხოლმე,როდესაც ამინდივით მძიმეა ხასიათი...
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი