პოეზია · ლირიკა
ომარას რითმიანი წერილი იმირას
(იმირ მამედლის)
დღეს პოეტებს წასულებსაც კი აღარ სწყალობენ, იმირა!ნაღდად წასულებზე ვამბობ და არა, ისე, მე და შენ რო წავედით - იმირა და ომარა...იმირა...ჰე, ჰეე, იმირა!...დღეთა საფქვავი თანდათან ჩქარა გასდის ჩვენი ცხოვრების ხვიმირასდა...ნახე!ჩვენ თავზეც როგორ ჩამოითოვლა და ჩამოიწვიმირა?!დრო არ ანსხვავებს იმირას და ომარას!და ვიდრე არ ჩამოცლილა ჩვენი სიცოცხლის ტომარა (ან ხვიმირა),მე, ომარამ , ეს უნდა გკითხო შენ,იმირას:ვთქვათ და შენ ყოფილიყავი ომარახოლო მე,ომარა, რო ვყოფილიყავი იმირა,ანუ ღმერთს შენთვის რომ მოეცა ჩემი დღეების ტომარაალაჰს კი ჩემთვის - შენი დღეების ხვიმირა,ხომ შეიძლებოდა, რატომ არა?..ეჰ!..ხუმრობა მინდოდა იმირა, ჰო, მარა... არა...არ გამომივიდა... ვერა ვარ ხუმარა...