პოეზია · ლირიკა
*** "კითხვამ-ყოფნა თუ არფოფნა"
კითხვამ _ ყოფნა თუ არყოფნა _ჩემამდეც ბევრი იარა;კითხვამ _ ყოფნა თუ არყოფნა _კვლავ ბევრი უნდა იაროს;ბევრნაირ სისხლის ამრევიმეც გულს ჩამეჭრა იარად,მეც მათქმევინა: `ასეთირა ხარ, შე ოხერ-ტიალო!~ჯერ კი ვთქვი: `თავი მოვიკლა...~,მერე კი ისევ ვთქვი `არა!~თოხი ავიღე, სიმინდებსძირები მოვუფხვიერე,წვიმა ვინატრე, გულიდანღრუბელმა გადამიარა.და წასვლა-მოსვლის მიზანიდა ყანასავით ვიცანი _ამოვა, მოსვლა ის არის,იზრდება, ყოფნა ის არის,ტაროს ან თავთავს მოიბამს,იმისი საქმეც ის არის,ამაო ფიქრი ღვარძლია,ხვიარაა და ის არის;და რადგან ყოფნით არყოფნარაა, ვერ გამოვიცანი,მოვკვდები, მერე ვიფიქრებარყოფნაზე და ის არის.