პოეზია · ლირიკა
*** "რა მანძილია"
რა მანძილია, ვფიქრობ ჩემთვის,სასადილოდან(სადავ ვზივარ და უგემურ კატლეტსავსინჯავ)უსუპის ძმისწულის _ ცამცუმისკოშკამდე?ეჰ, იქ კარგია.რაც არ უნდა შორი გზა იყოს, ღირსწასვლა,მაგრამ გზას ვინ მასწავლის?..რაღა თქმა უნდა, გზად ათასიფათერაკია.ვიცი ისიც, რომ გზაჯვარედინზეშეიძლება სწორედ იქით მომიხდესწასვლა,საიდანაც არ ბრუნდებიან,მაგრამ მერე რა...გზას ვინ მასწავლის?გუშინ მივიღე დედის წერილიდა მივხვდი, რომ ღრმად შემიტოპავს,მივხვდი, რომ უნდა მივატოვოეს უცნობი ქალ-ვაჟები,ეს უცნობი ჭარმაგები და მოხუცები,რომლებიც აგერ, ჩემ პირდაპირ,ჩემს ზურგს უკან, თუ იქეთ-აქეთკითხვის ნიშნებივით მოხრილანდა თავიანთ თეფშებსა და ჯამებსჩასცქერენ:იღიმებიან, არ ვიცი, რატომ,ლაპარაკობენ, არ ვიცი, რაზე...და მიდიან, არ ვიცი, საით...თვითონ, თვითონ თუ იციან?არც ეს არ ვიცი.უცნობი ქალ-ვაჟები,უცნობი ჭარმაგები და მოხუცები...ნუთუ მეც ერთი ამათგანი ვარ,მეც ერთი მუქი კითხვის ნიშანი?..გზები და გზაჯვარედინებიცდახვეულან კითხვის ნიშნებადდა ყოველი გზის დასაწყისშიცმოჩანს მხოლოდ კითხვის ნიშანი...რას ნიშნავს ეს?სად არის ის გზაჯვარედინი,სადაც წერია:`მარჯვნივ წახვალ _ ცხენსმოგიკლავენ,მარცხნივ წახვალ _ თვითონმოკვდები,პირდაპირ წახვალ _ შენც და ცხენიცდაიღუპებით~.რა მანძილია სასადილოდან,უსუპის ძმისწულის _ ცამცუმისკოშკამდე?სად მთავრდება სამფლობელო კითხვისნიშნების,და სად იწყება ის ქვეყანა,სადაც ყველას და ყველაფერს სახელიჰქვია,დევებს _ ბეღელა, ბაყბაყა დაცხრათავიანი,ღვთისშვილთ _ კოპალა, იახსარი,პირქუში, გიორგ,ხალხს _ მირიანი, ამირანი, ნინო,ქეთევან...დღეს რომ დღე ჰქვიადა ღამეს _ ღამე...რა მანძილია სასადილოდან,უსუპის ძმისწულის _ ცამცუმისკოშკამდე?მერე რა, თუ მეც და ცხენიცდავიღუპებით,იქ ხომ მკვდარიც ამხელს თავისწუხილს,სატკივარს,ვინაობას:`...ძმისწული ვარ უსუპისი,სანამ ვიყავ, მტერი ვმუსრე,არ შევჭამე ჯავრი მტრისი,მოვკვდი, მხოლოდ ჯავრი ჩამყვაერთი დევის _ ბაყბაყისი~...რა მანძილია სასადილოდანუსუპის ძმისწულის _ ცამცუმისკოშკამდე?